საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით   2019 წლის 1-5 აპრილს ქ. თბილისში  ტარდება „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას; სკოლა-კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებს. 
სკოლა-კონფერენციის პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.  
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევის შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს. მათ შორის: 
-პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) 
-პასტერის ინსტიტუტი (საფრანგეთი)
-მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ)
-ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი)
-სალონიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
-ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია)
-სენტ იშვანტის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
-ართვინის უნივერსიტეტი (თურქეთი)
-დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრი/NCDC
-სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია;
-გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი.  
-საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
-ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 
-იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და სხვა. 
1-3 აპრილს  იმართება სეზონური სკოლა,  რომელშიც მონაწილეობას იღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის ქართველი და უცხოელი სტუდენტები. 
4-5 აპრილს  ღონისძიების  ფარგლებში იმართება კონფერენცია, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ისაუბრებენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიის პრაქტიკულ ასპექტებსა და პერსპექტივებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სტუდენტური სესია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები  წარმოადგენენ სასტენდო მოხსენებებს.  
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ვებგვერდი http://biotech.tsu.ge/

საკონტაქტო პირები: 
 ნინო ინასარიძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  პროექტის ხელმძღვანელი , თსუ:  
ელ-ფოსტა: nino.inasaridze@tsu.ge 
ნუნუ მიცკევიჩი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  პროექტის კოორდინატორი , თსუ 
ელ-ფოსტა: nunu.mitskevichi@tsu.ge

თარიღი: 28/03/2019